ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად, ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე (ლავასოღლი) დააკავა. ლავასოღლი საქართველოში ექსტრადიციის მიზნით პატიმრობაში იმყოფება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 4 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 5 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
- 6 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო მასშტაბით ძებნილი 42 წლის მინდია გორაძე, რომელიც ტირანაში უკრაინის მოქალაქის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტით ცხოვრობდა, საქართველოსა და სხვა ქვეყნებში მოქმედ დანაშაულებრივ ჯგუფს ხელმძღვანელობდა.
„გუშინ საღამოს დასრულდა მორიგი ოპერაცია საქართველოში და სხვა ქვეყნებში შეიარაღებული და ძალადობრივი ძარცვის ჩამდენი დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელის დასაკავებლად. ტირანაში მცხოვრებ მინდია ლავასოღლის (გორაძე) ბრალად ედება ძალადობრივი დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელობა, რომელიც ძირითადად საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულის სჩადიოდა როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში. ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებით მას მისჯილი აქვს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულებებზე.
გრძელდება კოლეგებთან თანამშრომლობა სასჯელის მოხდის მიზნით მინდია ლავასოღლის ექსტრადირებისთვის“, - ნათქვამია ალბანეთის პოლიციის განცხადებაში.
2018 წლის 21 ივლისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მინდია გორაძე დამნაშავედ ცნო კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებაში, ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში და 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოტანის დროს ლავასოღლი საქართველოში არ იმყოფებოდა. იმავე წლის ოქტომბერში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი თურქეთში, თურქეთისა და საქართველოს სამართალდამცავი უწყებების ერთობლივი მუშაობის შედეგად დააკავეს. 2019 წლის ივნისში ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ლავასოღლის საექსტრადიციო პატიმრობის ვადა ისე ამოიწურა, რომ საქართველომ თურქეთს კანონით დადგენილ ვადაში ვერ წარუდგინა მსჯავრდებულის ექსტრადიციისთვის საჭირო არგუმენტები, რის გამოც ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ე.წ. კანონიერი ქურდის ნათესავები ბათუმში საპროტესტო აქციებს მართავდნენ და გორაძის საქართველოში ექსტრადიციას ითხოვდნენ. აქციების დაწყების შემდეგ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მათ მიერ წარდგენილ შუამდგომლობას თურქეთის კომპეტენტური ორგანოები განიხილავდნენ. ე.წ. კანონიერი ქურდი საქართველოსთვის არ გადმოუციათ.
2021 წლის მარტში უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლავასოღლი უკრაინაში, ოდესის აეროპორტში იყო დაკავებული.
2022 წლის ივნისში საქართველოს პროკურატურამ განაცხადა, რომ საზღვარგარეთ მყოფი მინდია ლავასოღლი დისტანციურად მონაწილეობდა საქართველოში მოწყობილ ე.წ. ქურდულ გარჩევებში.
