საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი 2 დეკემბერს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. ლატვიურმა მხარემ დაგმო საქართველოს ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების მიმართ გამოყენებული ძალადობა და ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
- 6 ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს და რუსეთს გადასცეს
სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ უწყება „სერიოზული შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, სადაც ბოლო დღეებში ადგილობრივმა სამართალდამცავებმა ძალადობა გამოიყენეს ქართველი საზოგადოების მიმართ, რომლიც სარგებლობს მშვიდობიანი შეკრების უფლებით და პროტესტს გამოხატავს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საპასუხოდ“.
„სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიღებული ასეთი ზომები არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და მიუღებელია“, - განაცხადეს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სამინისტროში აღნიშნეს, რომ დემონსტრანტების დარბევა „ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით“.
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს სახელმწიფოს პასუხისმგებელ ორგანოებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობა, უზრუნველყონ მშვიდობიანი მომიტინგეების უსაფრთხოება და დასაჯონ თანამდებობის პირები, ვინც დარღვევები ჩაიდინეს.
გარდა ამისა, ლატვია სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს, მათ შორის, იმ საჯარო მოხელეებს, რომლებმაც დაგმეს ირაკლი კობახიძის განცხადება იმის შესახებ, რომ 2028 წლის ბოლომდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს და უარს იტყვის ევროკავშირის დაფინანსებაზე.
„ეს ნაბიჯი განიხილება, როგორც პოლიტიკური ცვლილება, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციას - ცვლილება, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და მისი მოსახლეობის უმრავლესობის მისწრაფებებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
1-ელ დეკემბერს, ბალტიის სამი ქვეყნის - ლიეტუვის, ესტონეთისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ ეროვნული სანქციების დაწესებაზე მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ლეგიტიმური საპროტესტო აქციები ჩაახშო. 2 დეკემბერს ლიეტუვამ და ესტონეთმა სავიზო სანქციები დაუწესეს 11 ქართველ ოფიციალურ პირს, მათ შორის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და სპეცრაზმის უფროსს, ზვიად ხარაზიშვილს („ხარებას“).
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სანქცირებულთა სია ჯერ არ გამოუქვეყნებია. მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ თქვა, რომ გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრების და პროტესტის უფლება ადამიანის ძირითადი უფლებებია და პროტესტის ჩახშობა, ასობით ადამიანის დაკავება და ცემა შედეგების გარეშე ვერ დარჩება. „ჩვენ მივიღებთ შემზღუდავ ზომებს, რომ დამნაშავეებს ჩვენს ქვეყნებში შემოსვლა შევუზღუდოთ“, - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
