ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გვანცა ვარდოსანიძემ მასწავლებელი მანანა (მიკო) მიქავა სამართალდამრღვევად ცნო და აქციაზე ფეიერვერკის გამოყენებისთვის 5000 ლარით დააჯარიმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
მანანა მიქავა 16 იანვარს, საღამოს, პოლიციის სამმართველოსთან დააკავეს და დაახლოებით ორ საათში ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
„16 იანვარს მე არ ვიმყოფებოდი აქციაზე. პოლიციის სამმართველოსთან მივედი, რათა სამართალდამცავებისთვის ფოიერვერკით მიმელოცა ახალი წელი. [...] რამდენიმე ადამიანის თავშეყრას თუ უკვე აქციად აღიქვამთ, იგივე ქმედებისთვის ბაზარსა და კონცერტზეც უნდა დააჯარიმოთ მოქალაქეები პიროტექნიკის გასროლისთვის“, - წერს სოციალურ ქსელში მიქავა.
მასწავლებელი ამბობს, რომ არ აღიარებს არალეგიტიმური პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილ კანონებს:
„მე ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელიც მოსწავლეებს ასწავლის ვაჟას, ილიას. ალუდამ მუცალს მარჯვენა არ მოაჭრა და არ დაემორჩილა თემის დადგენილ კანონებს, რადგან ის იყო კანიბალური და მიუღებელი! ასევეა ჩემთვის მიუღებელი ყაველაშვილის ხელმოწერილი კანონები და თუ აქციაზეც მომეხალისება ფეიერვერკი, აუცილებლად გავისვრი“.
16 იანვარს, ზუგდიდში, დააკავეს პარტია „დროას“ წევრი მარიამ სიჭინავა, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან აირწინაღით მივიდა და ფოიერვერკი გაისროლა. მასთან ერთად დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი კერენ ესებუაც. მანანა მიქავა ერთ-ერთი იყო იმ მოქალაქეებს შორის, ვინც ზუგდიდის პოლიციასთან დაკავებულების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ.
დეკემბერში, პროევროპული აქციების ფონზე, არალეგიტიმურმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც დემონსტრაციების მონაწილეებს ეკრძალებათ სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა, ასევე პიროტექნიკის გამოყენება.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მიხედვით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეების მიერ პიროტექნიკური ნაწარმის ქონა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია – მის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
