სამოქალაქო აქტივისტი, მხატვარი და ჯგუფ „დაიტოვეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ნენსი ვოლანდი (ქრისტინე ბოტკოველი), რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო 26 იანვრის აქციაზე გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა, სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ის 5000 ლარით დააჯარიმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
ნენსი ვოლანდი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება „უსამართლოა“ და მის გასაჩივრებას აპირებს.
„წარმოადგინეს ვიდეოები, სადაც უკვე გადაკეტილ რუსთაველზე ვიდექი და ინტერვიუს ვაძლევდი. ასე მახსოვს, რომ მარში მოვიდა დაახლოებით 20:40 საათზე, გადაიკეტა გზა და ჩემი კადრი გადაღებულია 21:06 საათზე, როცა ვიდექი გადაკეტილ რუსთაველზე. სასამართლო ამტკიცებს, რომ უკვე გადაკეტილი გზა, ალბათ, კიდევ ერთხელ გადავკეტე“, - თქვა ნენსი ვოლანდმა.
დღესვე, მოსამართლე ნინო ენუქიძის გადაწყვეტილებით, გზის გადაკეტვისთვის 500 ლარით დაჯარიმდა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, მსახიობ ანა ტყებუჩავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება კი 18 თებერვლისთვის გადაიდო.
75-ე დღეა, საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები იმართება ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და უკანონოდ დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნით. მიმდინარე სამოქალაქო პროტესტის ფონზე, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა არერთი საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რომელიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს.
