ციფრული მარკეტინგის სპეციალისტისა და აქტივისტის, დოდი ხარხელის ბინაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან. მათი განცხადებით, „მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 3 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 4 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 Facebook-ზე პოლიციელების შესახებ პოსტის გამო მოქალაქე 15 დღით დააპატიმრეს
დოდი ხარხელი პოლიციელებმა სავარაუდოდ დააკავეს საბავშვო ბაღთან, მას შემდეგ, რაც იქ შვილი დატოვა. სოციალურ ქსელში გავრცელდა თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პოლიციელები მას ავტომობილში სვამენ.
„რის გამო აკეთებთ ამ ყველაფერს. „რუსული ოცნება“, რუსული ტერორი... მარტო იმიტომ, რომ აქციებზე ვდგავარ“, - ისმის დოდი ხარხელის ხმა.
თვითმხილველის მიერ გადაღებულ კიდევ ერთ ვიდეოში პოლიციელი ხარხელს ეუბნება, რომ პირადი ჩხრეკა უტარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ საკითხზე განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.
ოჯახის წევრებისა და მეგობრების თქმით, საგამოძიებო მოქმედებების დაწყებისას ხარხელის ბინაში მისი მეორე შვილი იმყოფებოდა, რომელიც არასრულწლოვანია.
„ბავშვი მირეკავს, რომ შეშინებულია, ოთახშია და ვერ მიხსნის რა ხდება. დოდის ვერ ვესაუბრე, რომ დავურეკე მობილური გათიშული ჰქონდა“, - უთხრა ჟურნალისტებს ბავშვის ბიძამ, გიორგი აბაშიძემ.
დოდი ხარხელი აქტიურად არის ჩართული მიმდინარე პროევროპულ აქციებში და სოციალურ ქსელ Facebook-ში, სადაც 15 000-იანი აუდიტორია ჰყავს, აკრიტიკებს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“.
ამ თემაზე:
