საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის თქმით, თორნიკე რიჟვაძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შემდეგ დიდ ბრიტანეთში ელჩად მუშაობის გაგრძელება სურდა. ახვლედიანმა ამის შესახებ განცხადება დღეს, 27 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 2 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
- 3 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 4 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 5 დასკვნითი სხდომის პარალელურად, ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება
- 6 მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების აღიარება საქმედ იქცეს – ზახაროვა აგვისტოს ომზე
„ბოლო წელიწადი, წელიწად-ნახევარი თვითონ თორნიკე არაერთხელ ამბობდა, რომ ის უნდა წასულიყო თანამდებობიდან, რადგან მიაჩნდა, რომ 7 წელი ძალიან ბევრი იყო მისი იქ ყოფნისთვის - როგორც მისთვის, ასევე, რეგიონისთვისაც. ბევრჯერ აქვს ნათქვამი - უკვე ჩემს თავსაც ვამჩნევ, რომ იმ შემართებით ვერ ვარ და ა.შ. ბოლოს ეს მისი სურვილი განსაკუთრებით გააქტიურდა 2024 წლის არჩევნებზე - რომ მართლაც, ამ არჩევნებს რომ ჩავამთავრებ, უნდა მოვითხოვო სადმე გადაყვანაო. სურვილი ჰქონდა, რომ თავისი საქმიანობა გაეგრძელებინა დიპლომატიური მიმართულებით“, - განაცხადა ალექსი ახვლედიანმა.
მისივე თქმით, თორნიკე რიჟვაძე „შესაბამის დროს ეძებდა“, რათა თავისი სურვილის შესახებ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრისთვის, ირაკლი კობახიძისთვის ეთქვა.
„ამიტომ მოხდა ეს ცვლილება თუ არა, ნამდვილად არ მიკითხავს და დამიზუსტებია, მაგრამ როდესაც მისი გათავისუფლება მოხდა, რამდენიმე დღეში ჩამოვიდა თბილისში, როგორც შემდგომ მომიყვა, შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ უნდა გაეგრძელებინა მუშაობა, როგორც სურვილი ჰქონდა, დიპლომატიურ სამსახურში. როგორც მან მითხრა, თვითონ მოითხოვა, რომ არის ვაკანსია და თუ იქნებოდა შესაძლებელი, ეს ყოფილიყო დიდ ბრიტანეთში.
მე ვურჩევდი, ეთხოვა პრემიერ-მინისტრისთვის, რომ ბრიტანეთის ნაცვლად წამოსულიყო ჩეხეთში ელჩად, რადგან მე საკმაოდ მჭიდრო კავშირები მაქვს, ორივეს თვითონ ჩეხეთის ქართველობაში ძალიან დიდი სამეგობრო გვყავს, ბევრი ნაცნობი, ბევრი ახლობელი და გაცილებით უფრო გაუადვილდებოდა იქ, ვიდრე ბრიტანეთში. მერე ერთ-ერთი მიზეზი დაასახელა რომ - სამაგიეროდ ბრიტანეთში შვილები მიიღებენ ცოტა უფრო მაღალ [კვალიფიკაციას]... ბიჭო, მე ვუთხარი, იქაც არის...“, - თქვა ალექსი ახვლედიანმა ჟურნალისტებთან.

ახვლედიანმა თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ის მკურნალობის ორთვიან კურსს გადის:
„მასთან კომუნიკაცია საკმაოდ შეზღუდულია ოჯახის წევრებისთვისაც, რადგან, როგორც ოჯახიდან მაქვს ინფორმაცია, დაუნიშნეს ორთვიანი საკმაოდ მკაცრი ფსიქოლოგიური მკურნალობა. მხოლოდ ბავშვებს აქვთ ცოტა ხნით შესვლის უფლება. ტელეფონი და რაიმე მსგავსი მას არ აქვს. გუშინწინდელი ინფორმაციით, ალბათ, კვირის ბოლოს თურქეთშივე გაუკეთებენ თვალის ოპერაციას“.
თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობა აპრილის დასაწყისში დატოვა. 7 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან თვითმკვლელობა სცადა საგარეჯოში, ალექსი ახვლედიანის სახლში.
პროკურატურის განცხადებით, მან მალულად აიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ახვლედიანს „დაუდევრად ჰქონდა დატოვებული“ და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით, ისროლა გულმკერდის არეში.
საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის კვალიფიკაციით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი ახვლედიანი ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ბრალდებით დააკავა. 8 ივლისს მას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
მომხდარიდან მალევე სამთავრობო პროპაგანდისულმა მედიამ გაავრცელა წერილი, რომელიც, მათივე ინფორმაციით, მედპერსონალმა დაჭრილის ტანსაცმელში იპოვა და რომელშიც თორნიკე რიჟვაძე თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზად მის მიმართ კორუფციის და ბარიგების მფარველობის შესახებ ბრალდებებს ასახელებს.
„ბატონი ბიძინას და პრემიერის იმედი მაქვს, რომ დაიცავთ ჩემს ოჯახს. ჩემი მეგობრები, თანამშრომლები, ოჯახის წევრები – ყველა ჩემი დავალებით და მითითებით მოქმედებდა. ყველა უდანაშაულოა. ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს“, - ეწერა „იმედის“ მიერ გავრცელებულ წერილში.
9 ივლისს, ოჯახმა თორნიკე რიჟვაძე თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან სამკურნალოდ სტამბოლში გადაიყვანა.
