ახალციხეში, რაბათის ციხის ტერიტორიაზე, დაცვის პოლიციის თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს. მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავშია დაჭრილი. პროკურატურა საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ახალი ამბები
შინაგან საქმეთა სამინიტროს ცნობით, 41 წლის მამაკაცი დღეს, 9 თებერვალს, რაბათის ციხეში არსებულ დაცვის პოლიციისათვის განკუთვნილ სამუშაო ოთახში იპოვეს გარდაცვლილი.
„პირველადი ინფორმაციით, მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თვითდაზიანება მიიყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს ახალციხის სამსახურშია გადასვენებული.
