საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის პირველ სხდომას არ დანიშნავს, ის არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მეათე დღეს, ანუ 25 ნოემბერს გაიმართება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 2 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 3 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 4 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 5 „სამედიცინო დახმარება თუ გინდა, სხვა ქვეყნებიც არის“ - კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე
- 6 „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძე ყოფილ ცოლზე ძალადობის შემდეგ დააკავეს
კობახიძის თქმით, პარლამენტს ოპოზიციის ლეგიტიმაცია არცერთ ქვეყანაში არ სჭირდება.
„ეს რომ სხვანაირად იყოს, ვერცერთი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგებოდა ერთადერთი, ვისი ლეგიტიმაციაც სჭირდება ქვეყნის პარლამენტს, ეს არის მოსახლეობა, ამომრჩეველი, ქართველი ხალხი და, სწორედ, ქართველმა ხალხმა მიანიჭა პარლამენტს ლეგიტიმაცია.
რაც შეეხება პარლამენტის პირველ შეხვედრას, ვადები არის დადგენილი კონსტიტუციით.
ვვარაუდობთ, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ფორმალური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ დაარღვევს საქართველოს კონსტიტუციას და არ დანიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას. ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მეათე დღეს, ანუ 25 ნოემბერს შეიკრიბება. ეს არის, რასაც ადგენს საქართველოს კონსტიტუცია“, - განაცხადა კობახიძემ
ირაკლი კობახიძე ასევე მოელის, რომ საბოლოოდ, ოპოზიცია პარლამენტში მაინც შევა. მან მისი თქმით,„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრებმა პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით განცხადებები „კანონდარღვევით დაწერეს იმისთვის, რომ შემდეგ აღარ მოუწიოთ განცხადების დაწერა“.
„მე მგონია, რომ ბოლოს ყველა შემოვა პარლამენტში. ... ეს განცხადებები არ არის კანონიერი, ლეგიტიმური. სინამდვილეში ყველამ იცის, რომ მათ მოუწევთ პარლამენტში შემოსვლა“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა 16 ნოემბერს, შაბათს, ხელი მოაწერა 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს. ცესკოს საბოლოო შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.93% მოიპოვა და საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 89 მანდატი მიიღო. ცესკოს მონაცემებით, „კოალიციას ცვლილებისთვის“ ხმების 11.03% და 19 მანდატი აქვს, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ - 10.17% და 16 მანდატი, „ძლიერ საქართველოს“ - 8.81% და 14 მანდატი, ხოლო პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ - 7.78% და 12 მანდატი.
ოპოზიციის წევრები ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ ეთანხმებიან და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ, რაგან მიიჩნევენ, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“. ისინი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს არც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
