თბილისში, მასწავლებლის, 28 წლის გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ არასრულწლოვნებს ბრალდება წარედგინათ. მათგან ერთ-ერთი ბრალდებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში (რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), ხოლო მეორეს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში, ზღვის უბნის დასახლებაში, ბრალდებულმა მეგობარ გოგონასთან არასასურველი კომუნიკაციის და ეჭვიანობის გამო, დაზარალებულს სახის არეში მუშტი დაარტყა, რის შედეგადაც იგი წაიქცა და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიიღო.
გიგა ავალიანი 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. პროკურატურის ცნობით, დანაშაულის ჩადენის მომენტში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ ერთი პირი, რომელმაც ვიდეო გადაიღო და მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
პოლიციამ მძიმე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული არასრულწლოვანი, 2008 წელს დაბადებული ა.გ. 19 ოქტომბერს დააკავა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
„დაზარალებულის გარდაცვალების შემდგომ დაკავებულს ბრალდება დაუმძიმდა და ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა წარედგინა“, – აცხადებენ პროკურატურაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მეორე არასრულწლოვანი, 2007 წელს დაბადებული გ.რ., 26 ოქტომბერს დააკავეს. მისთვის წარდგენილი ბრალდება – დანაშაულის შეუტყობინებლობა – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 6 წლამდე.
პროკურატურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება გრძელდება.
