საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ახალ თავმჯდომარედ თამარ ონიანი აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე შეცვალა ნონა ქურდოვანიძე, რომელიც ორგანიზაციას ბოლო 3 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
თამარ ონიანმა საიაში მუშაობა 2018 წელს დაიწყო, სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტის პოზიციაზე, 2021 წლიდან კი ხელმძღვანელობდა საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდს.
თამარ ონიანი სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა / ხელმძღვანელობდა სტრატეგიული მნიშვნელობის სამართლებრივ დავებს, რომლებიც შეეხებოდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, წამების აკრძალვას, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საზღვრისპირა რეგიონებში უფლებადარღვევებს და სხვა.
2022 წლიდან თამარ ონიანი საიას თავმჯდომარის მოადგილე და გამგეობის წევრი იყო, ხოლო 2023 წლიდან ადამიანის უფლებების პროგრამის დირექტორი.
თამარ ონიანი ოქსფორდის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამაზე სრული დაფინანსებით სწავლობს. სხვადასხვა დროს განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), ლივერპულის უნივერსიტეტში (ლივერპული, გაერთიანებული სამეფო), ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტსა (მიუნხენი, გერმანია) და ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში (ფრანკფურტი, გერმანია).
საია-ს ცნობით, თამარ ონიანი არის 20-ზე მეტი სამართლებრივი კვლევის ხელმძღვანელი, იურიდიული სახელმძღვანელოების თანაავტორი. ასევე, ის არის ევროპის საბჭოს სერტიფიცირებული ტრენერი ადამიანის უფლებათა სამართალში და მოწვეული ლექტორი რამდენიმე უნივერსიტეტში.
2023 წლიდან დღემდე საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე იყო. მან სრულად ამოწურა უფლებამოსილების ვადა. ორგანიზაციის წესდების შესაბამისად, ქურდოვანიძეს აღარ ჰქონდა მორიგ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება.
