აჭარის არალეგიტიმურმა უმაღლესმა საბჭომ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოს“ და „კოალიცია ცვლილებისთვის“ 6 წევრს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა. „ქართული ოცნების“ წევრებმა ეს გადაწყვეტილება დღეს, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე ერთხმად მიიღეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ოპოზიციური გაერთიანების წარმომადგენლებმა არალეგიტიმური ორგანოს საქმიანობაში მონაწილეობაზე უარი არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე თქვეს. მანდატების შეწყვეტის თაობაზე განცხადება ელგუჯა ბაგრატიონმა, მიშა ბოლქვაძემ, ედიშერ ჟღენტმა, ლია ყაჯელმა, გენადი თებიძემ და მირდატ ქამადაძემ დაწერეს.
„სამწუხაროდ, ეს მათი მხრიდან არარაციონალური ნაბიჯი იყო და ჩვენ იძულებული ვიყავით, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაგვეკმაყოფილებინა. დღეიდან ისინი აღარ ჩაითვლებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებად“, - განაცხადა დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრებს - ირაკლი ბოლქვაძესა და გოჩა გუგუნავას უფლებამოსილების შეწყვეტა არ მოუთხოვიათ, თუმცა უმაღლესი საბჭოს ლეგიტიმურად არც ისინი აღიარებენ და სხდომებში არ მონაწილეობენ.
„დღეს, როგორც საქართველოს პარლამენტში, ისე აჭარის უმაღლეს საბჭოში, დარჩნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც არიან თვითმარქვიები. ეს ძალიან მალე დასრულდება და ქვეყანაში ჩატარდება დემოკრატიული არჩევნები“, - აღნიშნა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გენო თებიძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭო 21 წევრისგან შედგება. გასული წლის 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, 13 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა, ხოლო 8 - ოპოზიციამ. ოპოზიციურმა პარტიებმა ეს შედეგები არ აღიარეს, რადგან მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ხოლო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ გამოცხადებული არ იყო, როდესაც 26 ნოემბერს, „ქართული ოცნება“ შეიკრიბა და 21-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო. იურისტებმა ეს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დარღვევად შეაფასეს. რეგლამენტის თანახმად, უმაღლესი საბჭოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის თაობაზე უმაღლესი საბჭოს დადგენილებაში არ შეიტანება იმ პირის გვარი, რომლის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის კანონიერება სასამართლოშია გასაჩივრებული.
