„ქართულმა ოცნებამ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ზურაბ პატარაძე წარადგინა. ის აღნიშნულ თანამდებობას 2016-2018 წლებში უკვე იკავებდა, ბოლო რვა წლის განმავლობაში კი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
აჭარის უმაღლეს საბჭოს პატარაძის კანდიდატურა დასამტკიცებლად მიხეილ ყაველაშვილმა წარუდგინა. ბრიფინგზე ყაველაშვილმა განაცხადა, რომ პატარაძე „ზედმიწევნით იცნობს“ რეგიონის საჭიროებებს და სწორედ მის სახელს უკავშირდება აჭარაში „არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება“.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ პატარაძეს მადლობა გადაუხადა ელჩობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ მისი დიპლომატიური მისიის დროს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა.
„მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ ნდობისთვის. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და, რა თქმა უნდა, გამოწვევაა, რომელსაც ჩვენს გუნდთან ერთად ღირსეულად ვუპასუხებთ“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. მან „განსაკუთრებული მადლობა“ გადაუხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც, მისივე თქმით, „უდიდესი წვლილი შეიტანა ქვეყნის აღმშენებლობაში“. „ჩვენ, როგორც რიგითი ჯარისკაცები, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - დასძინა პატარაძემ.
53 წლის ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე თორნიკე რიჟვაძის შემცვლელს, სულხან თამაზაშვილს შეცვლის. დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული თამაზაშვილი 21 აპრილს „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა.
