შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 3 ოქტომბრის მდგომარეობით, 2022 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოში შემოსული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებიდან 112 733 ადამიანი ისევ ქვეყანაში რჩებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 4 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 5 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 6 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
სამინისტრომ აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები „ქართული ოცნების“ დეპუტატს, ლევან ქარუმიძეს მისი შეკითხვების პასუხად მიაწოდა. სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა კითხვა, 2022 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით, რუსეთის, ბელარუსის და უკრაინის რამდენი მოქალაქე იმყოფებოდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, 21 სექტემბრიდან კი რუსეთის პრეზიდენტმა მობილიზაცია გამოაცხადა, საქართველოში მიგრაციის მაჩვენებელი გაიზარდა.
„როდესაც ამხელა უკონტროლო შემოდინება ხდება, ჩვენი ქვეყნისადმი მტრული სახელმწიფოს ნებისმიერი ქმედებისთვის დამატებითი შესაძლებლობები იხსნება. როდესაც მტრული სახელმწიფოს მოქალაქეებს ფილტრის გარეშე უშვებ, მათ შორის, უდიდეს ნაწილში ისეთებს, რომლებიც პატივს არ სცემენ ამ ქვეყნის სუვერენიტეტს, მტრის პროპაგანდა ამას რუსეთის გავლენის ნორმალიზაციისთვის იყენებს“, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.
დამოგრაფიულ და ეკონომიკურ საფრთხეებს უსვამს ხაზს პარტია „ლელო“, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ითხოვს: „110 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და 100 ათასზე მეტი საქართველოს მოქალაქე წავიდა. ეს ტენდენცია სახიფათოა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის არა მარტო იმიტომ, რომ არ ვიცით, ვინ შემოდის, არამედ იმიტომაც, რომ ქვეყნაში დემოგრაფიული სურათი იცვლება. მათ შორის, დამანგრეველია ეკონომიკური შედეგი. ეს უკონტროლო შემოდინება იწვევს ინფლაციას. ინფლაცია შემდეგ მხრებზე აწვება საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა შემოსვალიც არ იზრდება და პირიქით, უფასურდება“, - განაცხადა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დაადასტურა, რომ მიგრაციული ნაკადების მნიშვნელოვნად გაზრდამ ინფლაციური რისკები გაამწვავა:
„ქვეყნის შიგნით ხარჯვისკენ მიდრეკილებაა და ეს ტენდენცია მზარდია, თუმცა ბიზნესის მხრიდან ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება უფრო ნაკლებია. როგორც წესი, ამ დროს ბიზნესი გაზრდილ მოთხოვნას ფასების მატებით პასუხობს და ეკონომისტები სწორედ ამას ვუწოდებთ ე.წ. გადახურებას. რა თქმა უნდა, პირველი ტალღა, შემოსვლა რუსეთიდან და ბელორუსიდან და შემდეგ უკვე მობილიზაციის გამოცხადების მერე, ფასებზე დაწოლას ახდენს. მაგალითად, როდესაც ბინის ქირა გაიზარდა, როდესაც მოთხოვნა იყო, ამან უკვე 1-1.5 პროცენტით ინფლაციაზეც იმოქმედა“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ 26 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენაციაზე.
მმართველი პარტიიდან პარლამენტის წევრის გივი მიქანაძის თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ რუსეთის მოქალაქეების შემოშვებასთან დაკავშირებით „რაიმე დამატებითი ღონისძიებები ან მექანიზმები დაინერგოს“.
