თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა პროევროპული აქციების მონაწილეები ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით – ჯგუფური მოქმედების ორგანიზება – და მათ 2 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ამავე მუხლით მიესაჯათ 2-წლიანი პატიმრობა თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გორგაძესა და ნიკოლოზ ჯავახიშვილს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 5 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 6 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
8 დემონსტრანტის საქმეზე განაჩენი დღეს, 2 სექტემბერს გამოცხადდა. მოსამართლემ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალი - ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა - გადააკვალიფიცირა.
პროკურატურა 20 წლის სტუდენტს, ზვიად ცეცხლაძეს, ასევე, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ წევრებს, 51 წლის ვასილ კაძელაშვილსა და 53 წლის ვეფხია კასრაძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას (225-ე მუხლის პირველი ნაწილი) ედავებოდა, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
19 წლის ნიკოლოზ ჯავახიშვილს, 20 წლის გიორგი გორგაძეს, 25 წლის თორნიკე გოშაძეს, 20 წლის ირაკლი მიმინოშვილს და 34 წლის ინსაფ ალიევს ბრალად ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა (225-ე მუხლის მეორე ნაწილი) ჰქონდათ წარდგენილი - დანაშაული, რომელიც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
არცერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობდა. ადვოკატების განცხადებით, პროკურატურამ ვერ წარმოადგინა მათი ბრალეულობის დამადასტურებელი ვერცერთი მტკიცებულება.
„პროკურორებმა ვერ მოახერხეს მიზეზ-შედეგობრივი ჯაჭვის გაბმა წაყენებულ ბრალსა და იმ ფაქტობრივ გარემოებებს შორის, რომლებზეც საუბრობენ. დანაშაული, რასაც პროკურატურა სინდისის პატიმრებს ედავება, არ არის ჩადენილი არც ერთი და იგივე დროს, არც ერთი და იგივე ადგილზე. მაგალითად, ზვიად ცეცხლაძეს ედავებიან, რომ მან დააორგანიზა ძალადობრივი მოქმედებები 30 ნოემბერს განხორციელებული ვიდეომიმართვით, ხოლო სხვა პოლიტიკურ პატიმრებს ედავებიან 30 ნოემბრამდე ჩადენილ დანაშაულს“, - ამბობდა ერთ-ერთი ადვოკატი, შოთა თუთბერიძე.
ადვოკატების შეფასებით, სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს კიდევ 11 პირი - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რეზო კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი ამ საქმეზე განაჩენს ხვალ, 3 სექტემბერს გამოაცხადებს.
