NDI-ის ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 79% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ბოლო ერთი წლის მანძილზე, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ევროკავშირს საქართველოს უმთავრეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორად აღიარებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ ქვეყანას უსაფრთხოების გაძლიერებაში ყველაზე მეტად ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება დაეხმარება.
უმრავლესობის აზრით, ევროკავშირი (60%) და აშშ (38%) საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორები უნდა იყვნენ. ევროკავშირთან და აშშ-თან თანამშრომლობის სურვილი ოპოზიციის მხარდამჭერებში შედარებით მაღალია.
ევროკავშირთან პარტნიორობას ყველაზე მაღალი მხარდაჭერა თბილისში აქვს, ხოლო ყველაზე დაბალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში. ეთნიკური უმცირესობები უფრო მეტად უჭერენ მხარს მჭიდრო პოლიტიკურ თანამშრომლობას რუსეთთან, თურქეთთან და აზერბაიჯანთან. ეთნიკური უმცირესობების მეოთხედი რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის სანაცვლოდ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაზე უარს იტყოდა.
„ქართული ოცნების“ ყოველი მესამე და ოპოზიციის ყოველი მეხუთე მხარდამჭერი რუსეთთან ახლო პოლიტიკურ თანამშრომლობას ემხრობა.
მოსახლეობის აზრი გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ძალისხმევას დებს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ყველაზე მეტად სჯერათ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
მოსახლეობის აზრით, რუსული სამხედრო აგრესია და პროპაგანდა ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს.
კითხვაზე - თქვენი აზრით რა წარმიოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, პასუხები ასე განაწილდა:
- რუსული სამხედრო აგრესია - 27%;
- აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია - 13%;
- რუსული პროპაგანდა - 11%;
- ტერორიზმი - 5%;
- საქართველოში არალეგალური მიგრანტების ჩამოსვლა - 4%;
- ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე - 3%;
- სხვა - 18%;
- არვიცი - 16%;
NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ კვლევა 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 2 068 ადამიანმა.საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 2,2%. კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.
