პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, „აგენტების რეესტრში“ 450-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის რეგისტრაციის შემდეგ, რუსული კანონის წინააღმდეგ საკონტიტუციო სასამართლოში შესული 4 სარჩელი „კიდევ უფრო მეტად უპერსპექტივო“ გახდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 3 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
- 4 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 5 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 6 არასამთავრობოები: არალეგიტიმური მთავრობა ქართველი ხალხის დევნის აქტს იღებს
„ისედაც უპერსპექტივო იყო ეს სარჩელი სამართლებრივი თვალსაზრისით. მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია „სირცხვილია“ გამოვიდა აღიარებითი ჩვენებით და აღიარა, რომ არც სტიგმატიზაციას იწვევს ეს კანონი, არც რაიმე შეზღუდვებს აწესებს, მას შემდეგ, რაც 450-ზე მეტი ორგანიზაცია დარეგისტრირდა იუსტიციის სამინისტროში, ეს სარჩელი გახდა კიდევ უფრო მეტად უპერსპექტივო. ამას დაემატა ის, რომ არაკომპეტენტური ადამიანები წარმოადგენდნენ ისედაც უპერსპექტივო სარჩელს, გვარები ხომ იცით, ვინ იყო - ბურჯანაძე, ბესელია და ა.შ. ეს ოდიოზური „ენჯეოშნიკები“ და პოლიტიკოსები. შესაბამისად, რა სამართლებრივი პერსპექტივა უნდა ჰქონდეს ამ სარჩელს, ვერ წარმომიდგენია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 122-მა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციამ, პარლამენტის 38-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, მედია ორგანიზაციებმა „მთის ამბებმა“ და „სტუდია მონიტორმა“. ისინი ამტკიცებენ, რომ კანონი კონსტიტუციის არაერთ მუხლს ეწინააღმდეგება და შესაბამისად, უნდა გაუქმდეს. მოსარჩელეები ითხოვენ, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედება შეაჩეროს.
ერთ წარმოებად გაერთიანებულ სარჩელებზე განმწესრიგებელი სხდომა 29 აგვისტოს დაიწყო და 31 აგვისტოს დასრულდა. მე-9 დღეა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მსჯელობს, ცნობს თუ არა სარჩელებს დასაშვებად (მთლიანად თუ ნაწილობრივ) და მიიღებს თუ არა კანონის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილებას.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, ანა ნაცვლიშვილმა და თამარ კორძაიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს გადაწყვეტილების დროულად მიღებისკენ 6 სექტემბერს მოუწოდეს. ნაცვლიშვილის თქმით, ყოველ დღე, როდესაც სასამართლო არ აჩერებს რუსული კანონის მოქმედებას, გაჩერებულია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია.
რუსული კანონის საფუძველზე შექმნილ სპეციალურ რეესტრში იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნებაყოფლობით რეგისტრაციის ვადა, რომლებსაც შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან აქვთ მიღებული, 2 სექტემბერს ამოიწურა. „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელად“ ორგანიზაციების საერთო რაოდენობის დაახლოებით 1.5% დარეგისტრირდა.
