გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 56-ე სესიაზე ლიეტუვამ 36 ქვეყნის სახელით გამოთქვა შეშფოთება საქართველოში მიღებულ ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონთან დაკავშირებით და ის ადამიანის უფლებებისთვის სერიოზულ საფთხედ შეაფასა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 6 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
36 ქვეყანა საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გააუქმოს რუსული კანონი, შეწყვიტოს მომიტინგეების დაშინება და დაიცვას სამოქალაქო საზოგადოება, შეკრების და გაერთიანების თავისუფლება.
„ჩვენ ვიზიარებთ უმაღლესი კომისრის მიერ თავის გლობალურ ანგარიშში გამოთქმულ შეშფოთებას საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და განსაკუთრებით ე.წ. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ეს კანონი სერიოზულ საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას საქართველოში.
კანონი მიზნად ისახავს მსუსხავი ეფექტი იქონიოს მედიის, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობაზე, მათი ხმის ჩახშობის მიზნით.
კანონი მიღებულ იქნა ქართველი ხალხის დიდი ნაწილის შეშფოთების იგნორირებით და საერთაშორისო საზოგადოების არაერთგზის მოწოდების, მათ შორის ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტების მიუხედავად, თავი შეეკავებინათ კანონმდებლობის წინ წაწევისგან.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააუქმოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“, შეწყვიტოს დაშინების კამპანია იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ეწინააღმდეგება კანონს და დაიცვას გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება.
სამოქალაქო საზოგადოება არის დემოკრატიის ხერხემალი, რომელიც ხელს უწყობს ანგარიშვალდებულების, ჭეშმარიტი გამჭვირვალობისა და მავნე გავლენისადმი მდგრადობის უზრუნველყოფას.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, სრულად შეწყვიტოს და გამჭვირვალედ გამოიძიოს კანონის მოწინააღმდეგე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალის გამოყენების ყველა აქტი, მიიღოს შესაბამისი ზომები მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების ან ოპოზიციის აქტივისტების, ჟურნალისტების და მედიის სხვა მუშაკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თავი შეიკავოს რიტორიკისგან, რომელმაც შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს უკიდურესი პოლარიზაცია ქვეყანაში.
ცილისწამების, დაშინებისა და ფიზიკური ძალადობის ორკესტრირებული კამპანია სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისა და სხვების მიმართ მიუღებელია და უნდა შეწყდეს“, - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
საქართველოს ხელისუფლებას რუსულ კანონთან დაკავშირებით შემდეგი ქვეყნები მიმართავენ:
- ალბანეთი
- ლიეტუვა
- ავსტრია
- ლუქსემბურგი
- ბელგია
- მალტა
- ბულგარეთი
- მონაკო
- კანადა
- მონტენეგრო
- ხორვატია
- ნიდერლანდები
- კვიპროსი
- ნორვეგია
- ჩეხეთი
- პოლონეთი
- დანია
- პორტუგალია
- ესტონეთი
- რუმინეთი
- ფინეთი
- სლოვენია
- საფრანგეთი
- ესპანეთი
- შვედეთი
- გერმანია
- საბერძნეთი
- შვეიცარია
- უკრაინა
- ისლანდია
- ირლანდია
- დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო და ჩრდილოეთ ირლანდია
- იტალია
- ამერიკის შეერთებული შტატები
- ლატვია
- ლიხტენშტეინი
