2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო დაუფინანსებს, კერძო უნივერსიტეტებში ჩარიცხულები კი სახელმწიფოსგან გრანტს ვეღარ მიიღებენ. ეს ცვლილება „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებული უმაღლესი განათლების რეფორმის ნაწილია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
- 4 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 5 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 6 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
„სტუდენტები, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს კერძო უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან, სახელმწიფოსგან საგრანტო მხარდაჭერას აღარ მიიღებენ. უკვე ჩარიცხულ სტუდენტებზე – მეორე, მესამე, მეოთხე კურსის, აგრეთვე მაგისტრატურის სტუდენტებზე – ეს შეზღუდვა არ გავრცელდება და მათთვის დაფინანსების არსებული კომპონენტი ძალაში დარჩება“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრი, გივი მიქანაძე.
მიქანაძემ აღნიშნა, რომ რეფორმის მთავარი აქცენტი სახელმწიფო უნივერსიტეტებზეა, რომლებმაც, მისივე თქმით, უნდა შეასრულონ სახელმწიფოს დაკვეთები ბაზრის კვლევებისა და საჭიროებების მიხედვით.
„შესაბამისად, დაფინანსების ძირითადი რესურსების მობილიზება ამ პრინციპის გათვალისწინებით მოხდება. ეს სიახლეს არ წარმოადგენს. კერძო უნივერსიტეტებისთვისაც თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ახალი დაფინანსების მოდელი მთლიანად სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იქნება მიმართული“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
დღეს მოქმედი 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან 19 სახელმწიფოა, ხოლო 45 – კერძო. რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების მიღება შეეზღუდებათ.
„უცხოელი სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შეუძლებელი იქნება. გამონაკლისად განიხილება ორმხრივი შეთანხმებები, გაცვლითი და სპეციალური პროგრამები, რომლებიც კონკრეტულ უნივერსიტეტებს აქვთ სხვადასხვა ფორმატით. ყველა ის უცხოელი სტუდენტი, რომელსაც სურს სწავლა საქართველოში, შეძლებს, ჩააბაროს კერძო უნივერსიტეტებში“, – განმარტა მიქანაძემ.
ამ თემაზე:
უნივერსიტეტები გახდებიან პარტიაზე დამოკიდებულები – სიმონ ჯანაშია დაანონსებულ რეფორმაზე
