„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ მიღებული რეპრესიული კანონების გამო, ქარტია ვეღარ გაუწევს მონიტორინგს თვითმმართველობის არჩევნების წინ მედიის მიერ საარჩევნო საკითხების გაშუქებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 რუსთავის ქარხნებთან მტვერში ტყვია, კადმიუმი და ქრომი ნორმაზე 24-ჯერ, 26-ჯერ და 30-ჯერ მეტია – კვლევა
- 6 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
„2012 წლის შემდეგ პირველად, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არ გაუწევს მონიტორინგს წინასაარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების მიერ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას პოლიტიკური მიკერძოების გამოსავლენად და პროფესიულ სტანდარტებთან მისი შესაბამისობის დასადგენად. „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულმა რეპრესიულმა კანონებმა და მის მიერ მედიის მიმართ გატარებულმა დამაზიანებელმა პოლიტიკამ მსგავსი საქმიანობის განხორციელება წელს შეუძლებელი გახადა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, რომელიც 2009 წელს დაფუძნდა, აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მეცადინეობით დაკარგეს წვდომა იმ დასავლელი დონორების ფინანსებზე, რომელთა მხარდაჭერითაც წლების განმავლობაში ახორციელებდნენ მედიამონიტორინგის მასშტაბურ და კომპლექსურ პროექტებს.
„ამ ეტაპისთვის ქარტია მოხალისეობრივ საწყისებზე განაგრძობს საბაზისო ფუნქციების შესრულებას, მათ შორის, მოქალაქეთა განცხადებების განხილვას პროფესიული სტანდარტების დარღვევაზე, თუმცა, ის პროექტების განხორციელებას და საზოგადოებისა და ჟურნალისტური თემისათვის ამ და სხვა საჭირო სერვისების მიწოდებას ვეღარ ახერხებს“, – აცხადებს ქარტია.
ქარტიამ საარჩევნო კონტენტის მონიტორინგი, საერთაშორისო ექსპერტების ხელშეწყობით შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, პირველად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს განახორციელა, ხოლო ბოლოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
