მოქალაქეებს 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული, ლამინირებული პირადობის მოწმობების ID-ბარათებით ჩანაცვლება უფასოდ შეეძლებათ. ამის შესახებ დღეს, პარლამენტში გამოსვლისას იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობები უსასყიდლოდ ჩანაცვლდება პირადობის ახალი ელექტრონული მოწმობებით, რის შემდეგაც მოქალაქეები სწრაფად და შეუზღუდავად შეძლებენ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობას“, - თქვა ბრეგაძემ.
საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც არაელექტრონული პირადობის მოწმობების გაუქმებას და ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათებით) ჩანაცვლებას ითვალისწინებს, პარლამენტმა 2023 წლის 15 დეკემბერს, დაჩქარებული წესით მიიღო.
კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან გაუქმდება პირადობის ის მოქმედი არაელექტრონული მოწმობები, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდეა გაცემული. ამასთან, კანონით განისაზღვრა, რომ არაელექტრონული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე პირადობის იმავე მოწმობების სანაცვლოდ გაცემულ საქართველოს მოქალაქის პირადობის ახალ მოწმობებზე დაიტანება შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები.
არაელექტრონული პირადობის მოწმობების ID ბარათებით ჩანაცვლების მიზეზად დასახელდა საარჩევნო პროცედურები, კერძოდ, არჩევნების ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შემოღება, რაც ID ბარათით ხმის მიცემასთან არის დაკავშირებული.
საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები აცხადებდნენ, რომ არსებობს საქართველოს მოქალაქის პირადობის ათეულობით ათასი მოქმედი არაელექტრონული მოწმობა, რომლებსაც ამჟამადაც ფლობენ ამომრჩევლები და რომელთა მოქმედება უვადოა ან 20 წელს შეადგენს.
ცვლილებების მიზანია, საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდეთ პირადობის არაელექტრონული მოწმობების ID ბარათებით შეცვლის დამატებითი მოტივაცია, რაც, კანონპროექტის ინიციატორების განმარტებით, ხელს შეუწყობს უახლოესი და ყოველი შემდგომი არჩევნების სათანადოდ ჩატარებას.
