ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 15:00 საათისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აქტივობამ 28.22% შეადგინა. საარჩევნო უბნებზე 991 651 მოქალაქე მივიდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 4 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- 5 მამულაშვილი კინოიანზე: რუსეთის იურისდიქციაში მოხვედრა სიკვდილის ტოლფასია
- 6 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა, სადაც 29 117 ამომრჩევლიდან ხმა 13 677-მა, ანუ 46.97%-მა მისცა.
ყველაზე დაბალი, 22.14%-იანი აქტივობაა თბილისში. დედაქალაქში რეგისტრირებული 1 043 482 ამომრჩევლიდან საარჩევნო უბნებზე მხოლოდ 231 015 იყო მისული.
გასულ წელს, საპარლამენტო არჩევნებზე, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 41.61% იყო, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კი - 33.18%.
დღეს, 4 ოქტომბერს, „ქართული ოცნება“ საკრებულოს და მერის არჩევნებს მართავს. საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა დილის 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათზე დასრულდება.
მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს ირჩევენ. ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 513 818-ს შეადგენს.
არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს პროდასავლური ოპოზიციური პარტიების უდიდესი ნაწილი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახალი“, „ფედერალისტები“, „თავისუფლების მოედანი“, „ევროპული საქართველო“ და „ანა დოლიძე - ხალხისთვის“.
კენჭისყრაში მონაწილეობენ „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია - საქართველოსთვის“. ისინი ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე მისვლისკენ მოუწოდებენ.
თვითმმართველობის არჩევნებს არ აკვირდება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ოდირი) და ისეთი გამოცდილი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, როგორებიცაა - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“. 31-წლიანი არსებობის განმავლობაში პირველად, არჩევნებს ვერ აკვირდება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“.
არჩევნების პარალელურად, 16:00 საათიდან, თბილისში, თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია იმართება.
