„არა რუსულ რეჟიმს“, „დაიცავი უვიზო“, „დაიცავი დამოუკიდებლობა“ – ამ ლოზუნგებით 8 პროდასავლური ოპოზიციური პარტია 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობის გამართვას გეგმავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
პარტიების ერთობლივი განცხადება დღეს, 25 აგვისტოს, პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ წაიკითხა.
„31 აგვისტოს იწურება ევროკავშირის მიერ ივანიშვილის რეჟიმისთვის მიცემული ვადა ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად. რა თქმა უნდა, როგორც მოსალოდნელი იყო, რეჟიმმა არათუ არც ერთი ნაბიჯი არ გადადგა ამისთვის, არამედ კიდევ უფრო დაგვაშორა ევროპას, ევროპულ დღის წესრიგს და ეს იქნება ასე, რადგან ეს რუსული რეჟიმი არის თვისობრივად შეუთავსებელი ჩვენს ევროპულ დღის წესრიგთან, ჩვენს ევროატლანტიკურ დღის წესრიგთან, ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან, დამოუკიდებლობასთან და ევროპულ მომავალთან. ეს იქნება ასე, ვიდრე ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა არ მოვიკრებთ საკმარის ძალას და არ დავასრულებთ ამ რეჟიმს.
აქედან გამომდინარე, მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ, ვიყოთ ძალიან ბევრი, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ რუსული რეჟიმი არ წარმოადგენს ქართველ ხალხს, რუსული რეჟიმი არ წარმოადგენს საქართველოს“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
8 პარტია, რომელიც თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, დანარჩენ ოპოზიციასაც მოუწოდებს, უარი თქვას „რუსულ სპეცოპერაციაში“ მონაწილეობაზე.
„მოგმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ვისაც რეალურად აღელვებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი, ხელი აიღეთ რეჟიმის თანამზრახველობაზე ქართველი ხალხის მოტყუებაში. არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უარესია, უარი თქვით 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე და დაუბრუნდით ერთობას“, - აღნიშნა ხოშტარიამ.
განცხადებას უერთდებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ახალი“, „ფედერალისტები“, „თავისუფლების მოედანი“ და „ევროპული საქართველო“.
