პარასკევს, 10 მაისს, მთავრობის მიერ გამოცხადებულ უქმე დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. ოპოზიცია არ გამორიცხავს, „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი მესამე მოსმენით განიხილოს, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ არ არის გამოქვეყნებულ დღის წესრიგში შეტანილ სამ საკითხს შორის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 6 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
„რუსული კანონი ჯერ არ წერია დღის წესრიგში, მაგრამ სხდომაზევე საკითხის დამატება შესაძლებელია და „ოცნებას“ ხმები ეყოფა. შესაძლოა, სწორედ პარასკევს მიიღონ მესამე მოსმენით, კომიტეტზე. ამის შემდეგ რჩება პლენარული სხდომა (შემდეგ კვირაში), ვეტო და მისი დაძლევა - ჯერ კომიტეტზე, შემდეგ პლენარულზე“, - ამბობს „ლელოს“ წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი.
კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ რუსული კანონის განხილვა ორშაბათს, 13 მაისს იგეგმება. „ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას“, - წერს ის სოციალურ ქსელში.
პარლამენტის რეგლამენტის 34-ე მუხლის თანახმად, კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის/წევრების მოთხოვნით. კომიტეტის თავმჯდომარე ვალდებულია, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მოთხოვნის შემთხვევაში, კომიტეტის სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს საკითხი. კომიტეტის სხდომაზე სხდომის დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანა დაუშვებელია, გარდა კონსტიტუციით გათვალისწინებული საკითხებისა და კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის შემთხვევისა.
აღდგომის შემდეგი დღეები - 7, 8 და 10 მაისი, მთავრობამ უქმეებად გამოაცხადა. 9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე, შრომის კოდექსით ისედაც უქმეა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ „სამაისო არდადეგების“ შემოღება რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის შესუსტებას ემსახურება.
11 მაისს, რეპრესიული კანონის მიღების წინააღმდეგ, თბილისში მასშტაბური მანიფესტაციის გამართვა იგეგმება.
