ფეოდალების ქვეყანა

ავტორი: გელა მთივლიშვილი / საირმის ტყისა და ვანის მთის ამბავი იმ ტენდენციის გაგრძელებაა, როგორ ჩაგრავს სახელმწიფო პატარა ადამიანებს დიდი ფეოდალების ინტერესების სასარგებლოდ; არღვევს მათი საკუთრების უფლებას; მათგან ფარულად არიგებს ტყეებს, რომლითაც ეს ადამიანები საზრდოობენ; აშინებს და ატერორებს ადამიანებს, რომლებიც აქამდე სასამართლოში ნამყოფიც არ არიან; აიძულებს არარსებული დანაშაულები აღიარონ და თავისუფლება ნასესხები ფულით შეინარჩუნონ. დაჩაგრული ადამიანების ერთადერთი დამცველი კრიტიკული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებია. სისტემა ცდილობს, რიგითი მოქალაქეების უკანასკნელი იმედი დრაკონული კანონებით მოსპოს და ფეოდალებს ველი მთლიანად მოუსუფთაოს.