„ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი, ბეჟან წაქაძე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სვეტიცხოვლის ტაძარში წყლის ჩასვლასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ „ყველაფერი ხდება“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში გარდაცვლილი ტაილანდელი იუთუბერის ოჯახი სუიციდის ვერსიას უარყოფს
- 5 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 6 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
„ნუ, ყველაფერი ხდება. შეიძლება რაღაც გაფუჭდეს, ხო? მუდმივი არაფელი არ არი, ალბათ გააკეთენ დარაღაცა ხარვეზებია“, - უთხრა [სტილი დაცულია] წაქაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს.
ბეჟან წაქაძემ აღნიშნა, რომ ტაძარი „გარკვეული პერიოდების შემდეგ „რემონტდებოდა“, ხოლო კითხვაზე, რატომ არ „გარემონტდა“ ახლა და რატომ ჩავიდა წყალი, თქვა:
„მეტი ვერაფერი ნახეთ თემა?.. გაასწორებენ ახლა, თქვენ რომ არ გაავრცელოთ ინფორმაცია და არ შეგვახსენოთ, არიან მაგის კომპეტენტური ადამიანები და გააკეთებენ“.
სვეტიცხოვლის სამხრეთ ნაწილში წყალი რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, „უხვი ნალექის შედეგად“ მოხდა „წყლის მცირე ინფილტრაცია“.
„ამ დროისთვის ტაძარს, ან ფრესკებს რაიმე სერიოზული საფრთხე არ ემუქრება. სააგენტო სპეციალისტებთან ერთად მუშაობს შემდგომ ჩასატარებელ ღონისძიებებზე, რათა ტაძარში წყლის განმეორებით ჩასვლა გამოირიცხოს“, - ნათქვამი იყო სააგენტოს მიერ შაბათს, 22 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.
24 მარტს, სააგენტოს არქიტექტორ-რესტავრატორმა, ნიკოლოზ ზაზუნიშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ განაცხადა, რომ წყალმა „აფრების გადახურვიდან ჩაჟონა“,
„ეგ ისეთი ადგილია, ყოველი რყევების შემდეგ ნაპრალებს იჩენენ. ახლა ბოლოს რომ იყო სომხეთში მიწისძვრა, აქაც ხომ შეარყია, შეიძლება, ამის გამოც [მოხდა]. მარტივი საქმეა, უცებ გაკეთდება“, - აღნიშნა რესტავრატორმა.
მცხეთის ცენტრში მდებარე სვეტიცხოველი XI საუკუნეში აგებული ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელიც 1994 წლიდან, ჯვრის და სამთავროს მონასტრებთან ერთად, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია. 2009-2016 წლებში მცხეთის ისტორიული ძეგლები ძირითადი სიიდან საფრთხეში მყოფი ძეგლების ნუსხაში იყო გადატანილი ქვის ქსოვილისა და ფრესკული მხატვრობის მდგომარეობის გაუარესების, ასევე, უკონტროლო განაშენიანების გამო.
